გიორგი ბარამიძე: ბიძინა ივანიშვილის და ამათი ბანდის ინტერესი ფულია

26.11.25 23:03
გიორგი ბარამიძე: ბიძინა ივანიშვილის და ამათი ბანდის ინტერესი ფულია

"ბიძინა ივანიშვილის და ამათი ბანდის ინტერესი ფულია" - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა. 

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არაბულ ინვესტიციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ "ქართული ოცნება" კარგ საქმეს აკეთებს და თუ არაფერი არ შავდება, გაურკვეველია რატომ არის არაბულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება გასაიდუმლოებული. 

ესენი ფულის გარეშე ხომ არაფერს არ აკეთებენ და ფულის მიღმა არაფერს არ აკეთებენ. გავიხსენოთ, მათივე ეკონომიკის მინისტრი იყო ქობულია, თუ არ ვცდები, კაცი რომ წავიდა რამდენიმე თვეში თქვა, მის სიტყვებს გავიმეორებ უბრალოდ - გაკვირვებული ვიყავიო, რაღაცას რომ ვამბობდიო აი ეს ინიციატივა გავაკეთოთ, ეს კარგია საქართველოსთვის, ის მეუბნებოდნენო შენ იქიდან რა, ამ ინიციატივით რატომ გამოდიხარო, შენი ინტერესი რა არისო, ფული სად არისო. 

ანუ ფული თუ არ დევს ამათთვის არანაირი საქმე არ არსებობს. რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის და ამათი ბანდის [ინტერესია]. აბა თუ კარგ საქმეს აკეთებენ, თუ არაფერი არ შავდება, რატომ არის გასაიდუმლოებული ეს ყველაფერი [არაბულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება]. 

საკუთარ ქვეყანაში კარგი საქმე ვერ გაუკეთებიათ რომ არ დამალონ ისე? ეს ხომ აბსურდია. ამას ვინც ჭამს და ამით ვინც იკვებება, დაყრილი საკენკით, ეს მისი საქმეა, მაგრამ საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას ვერ მოატყუებენ," - თქვა გიორგი ბარამიძემ. 

შეგახსენებთ, რომ Eagle Hills Georgia-ს ოფისი და შოურუმი კინოთეატრ "რუსთაველის" შენობის პირველ სართულზეა განთავსებული. გახსნა 21 ოქტომბერს "ქართული ოცნების" მინისტრებმა საზეიმოდ აღნიშნეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კომპანია საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. მისი გეგმებით, თბილისში 600 ჰექტარზე ახალი "მწვანე ქალაქი", ხოლო ბათუმში 250 ჰექტარზე "პრემიუმ კლასის ტურისტული კურორტი" აშენდება.

მსგავსი სიახლეები