მინიშნებები იყო დელეგაციაზე – ბოჭორიშვილი საქართველო-EU-ს შეხვედრის გაუქმებაზე

27.11.25 10:15
მინიშნებები იყო დელეგაციაზე – ბოჭორიშვილი საქართველო-EU-ს შეხვედრის გაუქმებაზე

"ქართული ოცნებუის" საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ამბობს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრის გაუქმება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა კომიტეტის გადაწყვეტილება იყო.

ბოჭორიშვილი ამბობს, რომ "მინიშნება გაკეთდა დელეგაციის შემადგენლობაზე".

"საუბარი იყო დელეგაციაზე, დელეგაციის შემადგენლობაზე, ქართული დელეგაციის შემადგენლობას ვერ განსაზღვრავს ვერავინ სხვა, თუ არა ქართული მხარე. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი პრეროგატივა საკითხებიდან გამომდინარე, რა საკითხებიც იყო და არის ევროკავშირის მხრიდან მოწოდებულ დღის წესრიგში, იმ საკითხებზე შესაბამისი უწყებების პასუხისმგებელი პირები განისაზღვრა და ბუნებრივია, დელეგაცია შედგა სწორედ იმ დღის წესრიგიდან გამომდინარე. შესაბამისად, რაიმე მინიშნებები დელეგაციის არასწორად შეგდენაზე, არასწორად დაკომპლექტებაზე, არის უსაფუძვლო და სრულიად მიუღებელი ქართული მხარისთვის. 

რაც შეეხება სანქციების თემას, აქ გაჟღერდა, რომ დელეგაციაში იყო საქნცირებული პირი. არ არის საქართველოს არცერთი მოქალაქე ეროკავშირის მხრიდან სანქცირებული". - თქვა ბოჭორიშვილმა. 

TV პირველის ინფორმაციით, პირი რომლის გამოც შეხვედრა გადაიდო შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეა. დარახველიძე სანქცირებულია დიდი ბრიტანეთის მიერ, ასევე ბალტიის ქვეყნების მხრიდანაც.

მსგავსი სიახლეები