ხმაური და დაპირისპირება ბალდაში - "სისხლის ღვრა იქნება, მაინც და მაინც უნდა მოკვდნენ ჩვენი შვილები"?

27.11.25 10:45
ხმაური და დაპირისპირება ბალდაში - "სისხლის ღვრა იქნება, მაინც და მაინც უნდა მოკვდნენ ჩვენი შვილები"?

 

 

ხმაური და დაპირისპირება ბალდაში - კანინინის მცველები 750-დღეზე მეტია, ტერიტორიის კერძო მოიჯარისთვის გადაცემას აპროტესტებენ და ტერიტორიიდან კერძო ინვესტორის გაყვანას მოითხოვენ.

ადგილობრივების თქმით, ხვალ 29 ნოემბერს იჯარის ხელშეკრულების 3-წლიანი ვადა იწურება. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, ხელისუფლებამ არ გაახანგრძლივოს ხელშეკრულება.

  • ბალდის კანიონი "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს ისე მისცა, რომ მათთვის არავის არაფერი უკითხავს. 

"კორუფციამ შეჭამა ყველაფერი,  მოგვეცით მშვიდად ცხოვრების უფლება, აქ სისხლი დაიღვრება,  ყველას ვერ დაგვიჭერთ" - ისმის დედებუს შეძახლები, ვინც პოლიციის პირისპირ დგანან. 

მაინც და მაინც უნდა მოკვდნენ ჩვენი შვილები? ყველას ცხოვრება აგვერია"- ჰყვებიან დედები და გამგებელთან შეხვედრას ითხოვენ. 

მოქალაქეები ბალდის კანონიონის ტერიტორიაზე კომპანიის დაცვის თანამშრომლებს რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ. 

ყველა გზა მოვსინჯეთ, მაგრამ ვერსად ვერ მივიღეთ პასუხი. ამიტომ ეს იყო ჩვენი პროტესტის უკიდურესი ფორმა, რომ დედებს გადაგვეკეტა გზა და არ შეგვეშვა დაცვის თანამშრომლები.

ამოვიდა პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და მოგვიწოდა გზა გაგვეხსნა", - ამბობს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე “ბალდის კანიონის მცველების” მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

შპს „კანიონი 350-ს“ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბალდის კანიონის ტერიტორიაზე 24 130 კვ.მ აუქციონის წესით, 40 წლის ვადით გადაეცა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტომ დაარღვია კანონი, როცა მოსახლეობასთან შეუთანხმებლად და მათი ჩართულობის გარეშე კანიონის ტერიტორია იჯარით გასცა.

მსგავსი სიახლეები