შიმშილობის ერთი თვე - როგორია მოშიმშილეების მდგომარეობა

27.11.25 11:39
შიმშილობის ერთი თვე - როგორია მოშიმშილეების მდგომარეობა

შიმშილობის ერთი თვე - მოშიმშლეების მდგომარეობა კიდევ უფრო საყურადღებო ხდება. აქციის მონაწილეები თავს გრძნობენ სუსტად და უჭირთ გადაადგილებაც. ერთი თვის შემდეგაც,  პარლამენტთან ამ დრომდე არ დგას ერთი მორიგე  რეანომობილიც კი.  მოქალაქეებს პირველად სამედიცინო დახმარებას პარლამენტთან გაშლილ სამედიცინო კარავში უწევენ.

 ჩაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები, ეს მოშიმშილეების ორი მთავარი მოთხოვნაა. გედევან ფოფხაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ხვალ 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ. 

დარწმუნებული ვარ, ხვალ საზოგადოების დიდი ნაწილი გააპროტესტებს დე-ფაქტო ხელისუფლების მცდელობას, ქვეყანაში დაამყაროს რუსული დიქტატურა. ჩვენ აქ ვართ და 24 საათის განმავლობაში ამ პროტესტს ვაძლიერებთ. ვერ შევეგუებით ეს ქვეყანა რუსეთის ნაწილად იქცეს - დაკარგოს სუვერენიტეტი, დაკარგოს ყველაფერი ის, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა თავი გაწირეს. ამიტომ, ხვალინდელი დღე კიდევ ერთხელ იმის შეხსენებაა, რომ ვიცით, გვახსოვს ვისი გორისანი ვართ! ვიცით რისთვის ღირს ბრძოლა და თავგანწირვა. ხვალ ქართული საზოგადოება, მისი მენბრძოლი ნაწილი რუსთაველის გამზირზე იდგება" - თქვა მან. 

 

მსგავსი სიახლეები