სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული: ვერ გადავადგილდები, ისეთ პირობებში მიწევს ახლა ცხოვრება

27.11.25 17:53
სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული: ვერ გადავადგილდები, ისეთ პირობებში მიწევს ახლა ცხოვრება

"ჩვენს წინ ზის ახალგაზრდა ბიჭი და აბსურდებს ლაპარაკობს" - ამის შესახებ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა, გიორგი ქორქიამ განაცხადა.

მისი თქმით, სრულიად გათვითცნობიერებული აქვს რატომ იმყოფებოდა 4 ოქტომბერს აქციაზე, მაგრამ პროკურატურა, რასაც აკეთებს, "მასში ვერ გაჰყვება". 

ქორქიამ მოსამართლე  მეია მელქაძეს უთხრა, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს. 

მე ვერ გადავადგილდები და ისეთ პირობებში მიწევს ახლა ცხოვრება, რომ მიჭირს. თუ თქვენ ჰუმანურად მიუდგებით ამ საქმეს და გაიაზრებთ, რომ მართლა ეგრე ვართ, მადლობლები ვიქნები"- თქვა მან. 

მოსამართლე მეია მელქაძე 12 პირის საქმეს განიხილავს. 

ბრალდებულები არიან: აბო ნავერიანი, ვახტანგ ფიცხელაური, გურიელ ქარდავა, ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, ნანა სანდერი, მამუკა ლაბუჩიძე, გიორგი მულაძე, მარიამ მეყანწიშვილი, ავთანდილ სურმანიძე, ანტონ უპერი და თემურ ქურციკიძე.

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.

 

მსგავსი სიახლეები