თუკი სადმე აქცია უნდა ეწყობოდეს, ეს არის ევროკავშირის საელჩო - ვოლსკი

27.11.25 18:08
თუკი სადმე აქცია უნდა ეწყობოდეს, ეს არის ევროკავშირის საელჩო - ვოლსკი

"ოცნება" პროპაგანდას აგრძელებს - ხვალ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ერთი წელი გადის, ივანიშვილის გუნდი კი კვლავ ირწმუნება, რომ კობახიძემდე 5 თვით ადრე ევროკავშირის თავად ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე. 

დღეს ტელეკამრების წინ გია ვოკსი ამბობდა, რომ "თუკი სადმე აქცია უნდა ეწყობოდეს, ეს არის ევროკავშირის საელჩო".

თუ კობახიძემ თქვა, რომ ჩვენ არ მოგმართავთ [მოლაპარაკების პროცესის დაწყებაზე] , ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ მიმართულებით არ ვმუშაობთ. პირიქით, თქვა, რომ 2028 წლისთვის ჩვენ მზად ვიქნებით, თუმცა ხვალვე შეგვიძლია რამდენიმე თემაზე მოლაპარაკების პროცესი გავხსნათ. ეს არის რეალობა. 
მეორე მწარე რეალობაა, რომ იქამდე, სწორედ იმიტომ რომ ომში არ ჩავერთეთ, ეკონომიკური სანქციები არ დავუწესეთ რუსეთს, ჩვენი ეკონომიკა არ დავანგრიეთ, გამჭვირვალობის კანონი მივიღეთ, ლგბტ პროპაგანდა ავკრძალეთ, გაცილებით უფრო ადრე ვიდრე კობახიძე გააკეთებდა განცხადებას, განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩმა. 
ასე რომ, ერთი წელი გავიდა ივნისში უკვე ამ პროცესის ასე დაზიანებიდან. თუკი ვინმე მიტინგს უნდა აწყობდეს, თუკი სადმე მიტინგი უნდა ეწყობოდეს, ეს უნდა ეწყობოდეს ევროკავშირის საელჩოსთან, რომ მოითხოვონ, რატომ გააჩერეთ. ჩვენ სხვა თემებზე ვიდავოთ, სხვა თემებზე დავუპირისპირდეთ ერთმანეთს, მაგრამ ნუ დავხოცავთ ერთმანეთს იმისთვის, რომ მთავრობა არ შედის ომში, ეკონომიკურ თუ სამხედრო დაპირისპირებაში. ამის გულისთვის ჩვენ ნუ დავუპირისპირდებით ერთმანეთს. საზოგადოება გახლიჩეს. ეს არის საშინელება. ეს არის დივერსია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, როდესაც ახალგაზრდები ახალგაზრდებს დააპირისპირეს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახენებთ, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ოთხი წლით შეჩერებულია. "ოცნების" ამ განაცხადს ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი მოჰყვა.

  • ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი კობახიძის განცხადებამდე 5 თვით ადრე, ევროკავშირის გადაწყვეტილებით შეჩერდა.
  • სამთავრობო არხმა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილი გამოაქვეყნეს, რომელიც მათი მტკიცებით, 2025 წლის 5 ნოემბერს  ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გააგზავნა.

რა მოხდა სინამდვილეში? 

  • ცნობილია, რომ  ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების შესახებ დასკვნა 2024 წლის 27 ივნისს საჯაროდ გამოაქვეყნა. დასკვნაში ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რომ "ასეთი ქმედებების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და გაწევრიანების პროცესს დე-ფაქტო აჩერებს".
  • საჯაროდ არსებული განცხადებებით დასტურდება ისიც, რომ ევროპულმა საბჭომ გარკვეული დათქმაც გააკეთა - თქვა, რომ თუ უკან გაიწვევდა ე.წ. რეპრესიულ კანონს, მათ შორის "რუსულ კანონს" სახელით ცნობილ კანონპროექტს, მაშინ  ურთიერთობები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდებოდა.

მსგავსი სიახლეები