"ოცნების" ახალი სკანდალი - ვოლსკი ადასტურებს, რომ ამერიკაში ფარული ლობიზმი სისხლის სამართლის დანაშაულია
"ოცნების" ახალი სკანდალი - ჰყავს თუ არა ივანიშვილს და მის პარტიას ამერიკაში არაფორმალური ლობისტები? გია ვოლსკი ადასტურებს, რომ ასეთი რამ ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა ამტკიცებს, რომ "ოცნებას" ლობისტები კანონის გვერდის ავლით არ ეხმარებიან.
მტკიცებულება სავარაუდო ფარულ გარიგებაზე კი "პირველების" ხელშია. ირკვევა, რომ "ფრონტერას" დამფუძნებელმა, სტივ ნიკანდროსმა კონკრესმენებს სამადლობელო წერილი გაუგზავნა, რომლითაც მადლობას იმ პოლიტიკოსებს უთვლის, ვინც მხარი არ დაუჭირა "ოცნების" არაღიარების მოთხოვნას.
- წერილის მიხედვით, ახლა ნიკანდროსის მთავარი თხოვნაა, რომ სახდეპის ავტორიზაციის საბოლოო დოკუმენტიდან კონგრესმენ უილსონის შესწორება "ოცნების არაღიარებაზე" საერთოდ გაქრეს.
არაფორმალური ლობისტი, როგორც ასეთი არ არსებობს. არსებოსბ ლობისტი, რომელიც ყველასათვის ცნობილია. ლობისტი, რომ არსებობდეს, ამის თაობაზე გეცოდინებოდათ სახელი, გვარი და ანაზღაურების ოდენობა. ამერიკაში მოქმედებს "ფარას" კანონი და არავინ არ დაიშვება ისეთი, ვინც ღებულობს გარკვეულ გასამრჯელოს და ამის შესახებ არ აკეთებს განცხადებას. სისხლის სამართლსი პასუხისმგებლობაა ასეთ ადამიანებზე დაწესებული. არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებცი კარგად ერკვევიან საქართველოში მიმდინარე პროცესებში და ეს არიან ჩვენი ლობისტები - პოლიტიკოსები, რომლებიც ხედავენ საქართველოს განვითარების პერსპექტივას", - ამბობს გია ვოლსკი.