აქუბარდია ვარაუდობს, რომ "ფრონტერა" ივანიშვილს შტატებში ფარულად 15 მილიონიანი ვალის სანაცვლოდ ლობირებს
თეონა აქუბარდია ვარაუდობს, რომ "ფრონტერა" ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს შტატებში 15 მილიონიანი ვალის სანაცვლოდ ფარულად ლობირებს.
- ცნობისთვის, "ფრონტერას" "ოცნების" ხელისუფლებასთან საარბიტრაჟო დავა აქვს წაგებული. ტეხასური ნავთობკომპანია ხშირად აკრიტიკებდა ივანიშვილის ხელისუფლებას და საარბიტრაჟო დავის შედეგად 15 მილიონი აქვს გადასახდელი, რომელიც არსებული ინფორმაციით, აქამდე არ გადაუხდია.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "პირველებთან" ამბობს, თუ "ფრონტერა" შეწყვეტილი ლობისტური საქმიანობის მიუხედავად მაინც ლობირებს "ოცნებას", ამით შტატებში შესაბამისი საგამოძიებო უწყეებები აუცილებალდ დაინტერესდებაინ.
- "პირველების" ხელშია მტკიცებულება სავარაუდო ფარულ გარიგებაზე - ირკვევა, რომ "ფრონტერას" დამფუძნებელმა, სტივ ნიკანდროსმა კონკრესმენებს სამადლობელო წერილი გაუგზავნა, რომლითაც მადლობას იმ პოლიტიკოსებს უთვლის, ვინც მხარი არ დაუჭირა "ოცნების" არაღიარების მოთხოვნას.
- წერილის მიხედვით, ახლა ნიკანდროსის მთავარი თხოვნაა, რომ სახდეპის ავტორიზაციის საბოლოო დოკუმენტიდან კონგრესმენ უილსონის შესწორება "ოცნების არაღიარებაზე" საერთოდ გაქრეს.
მიუხედავად "ფრონტერას" შეწყვეტილი ლობისტური საქმიანობისა, ის აგრძელებს ლობიზმს, ვფიქრობ, უყურადღებოდ არ დარჩება შეერთებულ შტატებში და მიუხედავად იმისა, რომ "ფრონტერა" თავად ცდილობდა 2019 წლებში ივანიშვილისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას, როგორც ჩანს, ამ 15 მილიონიანი ვალის სანაცვლოდ, ისევე როგორც ლიცენზიის გაგრძელების სანაცვლოდ, ის გარკვეულწილად არის ჩართული ივანიშვილის რეჟიმის სასარგებლო ლობირებაში. აქცენტი "ფრონტერას" ლობიზმის გაგრძელებაზე არის მნიშვნელოვანი გარემოება, რითაც დაინტერესდებიან შეერთებულ შტატებში", - ამბობს თეონა აქუბარდია.