აქვს თუ არა "ოცნებას" საიდუმლო გარიგება "ფრონტერასთან" - საკითხი შესაძლოა, ამერიკული გამოძიების საგანი გახდეს
ივანიშვილის ფარული ლობიზმი ამერიკაში? - პირველების ხელშია დოკუმენტი, რომელიც ლობისტურ კომპანია "ფრონტერასა" და ოცნებას შორის ფარულ გარიგებას ადასტურებს. დოკუმენტსი მიხედვით, კომპანიის დამფუძნებელი იმ კონგრესმენებს ემადლიერება, ვინც სენატის საგარეო კომიტეტზე მხარი არ დაუჭირა ჯო ვილსონის წინადადებას, ქართული ოცნების ხელისუფლების არაღარების შესახებ.
17 სექტემბერს კონგრესის საგარეო კომიტეტის სხდომაზე გავლენიანი რესპუბლიკელი კონგრესმენის ინიციატივას საბოლოოდ მისი კოლეგების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა და სახელმწიფო დეპარტამენის ავტორიზაციის კანონპროექტში ოცნების არაღიარების მოთხოვნაც ჩაიწერა, ფრონტერას დამფუძნებელი კი საგანგებო წერილით კონგრესმენებს სთხოვს რომ საბოლოო დოკუმენტიდან ეს წინადადება ნებისმიერ ფასად ამოიღონ.
ეს წერილი ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაძლოა გამოძიების დაწყების საფუძველი გახდეს.
ტეხასური ნავთობ კომპანიის საქართველოში მუშაობა დიდ სკანდალს უკავშირდება. ფრონტერას ოცნების მთავრობასთან საარბიტრაჟო დავა აქვს წაგებული და 15 მილიონი გადასახდელი,დავალიანებას კი ამ დრომდე არ ისტუმრებს. წლების დაპირისპირება აშკარად თანამშრომლობამ შეცვალა, ჩნდება კითხვა რის სანაცვლოდ ეხმარება ტეხასური კომპანია ივანიშვილის მთავრობას, რომ ოცნების საწინააღმდეგო აქტები ამერიკის კონგრესში დაიბლოკოს?
დეტალები ნახეთ, თათია წოწონავას რეპორტაჟში.