ახალი მანქანები სამთავრობო უწყებებს - რისთვის ემზადება ივანიშვილის გუნდი
ემზადება თუ არა შს სამინისტრო რეპრესიების ახალი ტალღისთვის? - გელაძის უწყება 25 ახალ მინივენს ყიდულობს. ეს ის ავტომობილებია, რომლებსაც აქციის მონაწილეებმა წამების მანქანები შეარქვეს. მასობრივი დაკავებისთვის პოლიცია სწორედ მინივენებს იყენებს. ძალოვანი უწყების მოთხოვნით მანქანაში მინიმუმ 8 ადამიანი უნდა ეტეოდეს და მზად არის თითოეულში 130 ათასი გადაიხადოს.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ ქართული ოცნება დაკავებების ახალი სერიისთვის ემზადება და ახალი მინივენებიც ამისთვის სჭირდება.
ძალოვნი უწყება ერთდერთი არ არის, ვინც ბოლო მოდელების ავტომანქანებს ითხოვს. შს სამინისტროსთან ერთად ავტოპარკს ანახლებს თბილისის მერია, პრეზიდენტის ადმინისტრცია, იუსტიციის სამინისტრო და სახალხო დამცველის აპარატი - ჯამში 192 ავტომობილი. ირკვევა, რომ წელს ახალ ავტომანქანებში 72 მილიონი ბიუჯეტიდან უკვე დაიხარჯა, თუმცა ეს ოცნებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
ოპოზიციის და ექსპერტებისითქმით, ოცნება მზად არის გაჭირვებულ ხალხს სოციალური დახმარებები მოუხსნას, საკუთარ კომფორტზე კი უარს ვერ ამბობს.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.