რითი პასუხობს "ოცნება" ტრამპის "მარშრუტს"
"ოცნებას" ტრამპის მარშრუტზე სასაუბროდ ამერიკიდან ბოლო ათ დღეში უკვე მეორედ შეხვდნენ. შტატებს სურს ნახოს, რამდენად მზად არის ქვეყანა მშვიდობის დერეფნის მხარდასაჭერად და როგორ შეუძლია მხარდაჭერა. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის შემდეგ ამ თემაზე შეხვედრა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთა გაიმართა. დიპლომატმა ფინანსთა მინისტრს ახალი შესაძლებლობის შესახებ ესაუბრა, თუმცა მკაფიოდ მიუთითა, რომ ამ გზაზე წინსვლისთვის გადამწყვეტია საქართველომ შეუფერხებლად და კეთილსინდისიერად უზრუნველყოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.
მანამდე იყო სახელმწიფო დეპარმანეტის მაღალჩინოსნის ჯონათან ასკონასის ვიზიტი საქართველოში და შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის და საგარეო უწყების წარმომადგენლებთან. მართალია ტრამპის მარშრუტი საქართველლოს საზღვრებს არ კვეთს, თუმცა ფაქტია,რომ ქვეყანას მნიშვნელობა რეგიონში არ დაუკარგავს და ამ მნიშვნელობაას ხედავს შეერთებული შტატებიც. ამერიკის საელჩოს განცხადებაში რუსეთის წინააღმდეგ საქნციებზე ხაზგასმა კი მიანიშნებს, რომ ამ პირობის შესრულებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ოპოზიციის შეფასებით, შემთხვევითი არაა, რომ სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ამერიკის მაღალჩინოსნებზე პერსოალური შეტევა ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა პირებმა. ზაზა შათირიშვილმა სახდეპის წარმომადგენლის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე ჯეი დივენსი დიფ სთეითის აგენტად მონათლა და ამით ცხადი გახდა, რომ შტატებთან დაპირისპირებისთვის ოცნება ემზადება. ეს კი ნიშნავს რომ ამერიკის ინტერესი ონცბეის ინტერესს არ ემთხვევა.
ქართულ ოცნებაში კი თავი ამერიკელების მოკავშირეებად მიაჩნიათ. სანქციებზე მინიშნება მათთვის მინიშნებას არ ნიშნავს. პირიქით ოცნება ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების აღსრულების გამო მადლობის წერილებს და შექებას იღებენ.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.