ეკონომიკური სასწაულიდან ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყანამდე - კობახიძის აღიარება
ეკონომიკური სასწაულიდან ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყანამდე. კობახიძის აღიარება პარლამენტის ტრიბუნიდან. ივანიშვილის პრემიერი ადასტურებს, რომ საქართველო ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანასაც ჩამორჩება. არადა იგივე კობახიძე წლებია გვიმტკიცებს, რომ საქართველო ბევრ ევროპულ ქვეყანაზე წინ არის.
რაში დაჭირდა ოცნების პრემიერს დაგვიანებული აღიარება - ოპოზიცია ამბობს, რომ ყველაფერი ერთი ბიზნეს პროექტის გამო ხდება.
ირაკლი კობახიძემ გუშინდელი საპარლამენტო ტრიბუნა მართლაც იგლ ჰილსის პროექტის დადებით კონტექსტში წარმოჩენას დაუთმო - ივანიშვილის გუნდის პირველი პირი ფსონს არაბულ ინვესტიციაზე დებს და იმედოვნებს, რომ ეს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას გაზრდის.
დეტალები ნახეთ, ნინო ღევდაშვილის რეპორტაჟში.