ელჩის გარდა ყველაფერია - კალაძე ფიშერზე

28.11.25 12:12
ელჩის გარდა ყველაფერია - კალაძე ფიშერზე

ელჩის გარდა ყველაფერია - ასე მოიხსენია დღეს "ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი.

კალაძე კვლავ ამტკიცებს, რომ გერმანიის ელჩი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ერევა - "მიხედოს თავის საქმეს".

  • ცნობისთვის, კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ გერმანიის ელჩი "დიფ სთეითის" წარმომადგენლად და "აკაცუკადაც" მოიხსენია.

ბატონმა ფიშერმა თავი დაანებოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას და მიხედოს თავის საქმეს, თავის ქვეყანას. ორმაგი სტანდარტის საუკეთესო მაგალითია. ელჩი დავარქვა თუ რა დავარქვა არ ვიცი ამ ადამიანს, თავისი ქმედებებით ელჩის გარდა ყველაფერია. საზოგადოებამ განსაჯოს ყველაფერი, რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მსგავსი სიახლეები