მზარდი რეპრესიების პირობებში შვედეთი გააგრძელებს თავისუფალი საქართველოს მხარდაჭერას - სტენერგარდი

28.11.25 15:32
მზარდი რეპრესიების პირობებში შვედეთი გააგრძელებს თავისუფალი საქართველოს მხარდაჭერას - სტენერგარდი

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია მალმერ სტენერგარდი 28 ნოემბრის წლისთავს ეხმაურება.

როგორც სტენგარდი წერს, “შვედეთი გააგრძელებს თავისუფალი, დემოკრატიული და პლურალისტური საქართველოს მხარდაჭერას“

ბოლო 1 წელია მამაცი ქართველი ხალხი ყოველდღიურად განაგრძობს გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლების გამოყენებას. ისინი ამას აკეთებენ ძალადობის, დაკავებებისა და მზარდი რეპრესიების პირობებში. შვედეთი გააგრძელებს თავისუფალი, დემოკრატიული და პლურალისტური საქართველოს მხარდაჭერას“, - წერს X-ზე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მსგავსი სიახლეები