ცაჰკნა: პატივს ვცემთ ყველა ქართველს, ვინც ცოცხლად ინარჩუნებს თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს რწმენას
"ესტონეთი მყარად დგას ქართველების გვერდში, მხარს უჭერს დემოკრატიული, ევროპული მომავლისადმი თქვენს მისწრაფებებს" - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ესტონეთი პატივს სცემს ყველა ქართველს, ვინც ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას აგრძელებს.
დღეს ერთი წელი სრულდება საქართველოში მასობრივი პროტესტების დაწყებიდან. ათასობით მოქალაქე მამაცად დადგა თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული გზისთვის.
პატივს ვცემთ ყველა ქართველს, ვინც აგრძელებს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ცოცხლად ინარჩუნებს თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს რწმენას.
თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება - ძლიერი შემახსენებელი იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ.
ესტონეთი მყარად დგას ქართველების გვერდში, მხარს უჭერს დემოკრატიული, ევროპული მომავლისადმი თქვენს მისწრაფებებს," - წერს მარგუს ცაჰკნა.