ალეკო ელისაშვილი დააკავეს
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დააკავეს. ინფორმაციას "პირველებთან" ადასტურებს ადვოკატი.
უფლებადამცველის ცნობით, ოპოზიციონერს თბილისში, დილის საათებში, მისი სახლის მიმდებარედ დილის საათებში დაადეს ხელბორკილები.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოსი სავარაუდოდ ნაცემია.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ელისაშვილი სავარაუდოდ მანდატურთან მომხდარი კონფლიქტის გამო სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული.
როგორც "ტვ პირველმა" გაარკვია, "ძლიერი საქართველოს" დაკავებული ლიდერი ახლა შესახლებას დიღმსი იზოლატორში ელოდება. უფრო მეტს გავიგებთ მაშინ, როცა უფლებადამცველი ელისაშვილს მოინახულებს.
პოლიტიკოსის დაკავებასთან დაკავშირებით, შსს-ს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.
მუხლი ჯერ არ ვიცით, სავარაუდოდ, არის სისხლის სამართლით დაკავებული, ოღონდ ზუსტად არ ვიცით. ახლა შევხდები, გავესაუბრები და გავარკვევ. დაზიანებეზე ინფრომაცია მეც მომივიდა, მაგრამ ზუსატდ არ ვიცი. ერთი ის ვიცი, რომ დილის საათებში დააკავეს თბილისშ. ალი ბაბაევსი საქმეზე ვერ იქნება დაკავებული. ახალი საქმეა, რაღაც ახალია მომხდარი, ოღონდ არ ვიცით რა".- ამბობს ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი.