რას ამბობს შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილი დაკავებაზე

29.11.25 12:33
რას ამბობს შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილი დაკავებაზე

შალვა პაპუაშვილი „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ „ალდეს" წევრი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ტერორისტული აქტის განხორციელება სცადა.

„გუშინ ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქიდან მოვისმინეთ მოძალადე ჯგუფების მხარდამჭერი განცხადებები.

დღეს „ალდეს" წევრი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ტერორისტული აქტის განხორციელება სცადა.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ღირებულებებით სავსე ევროკავშირში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერი დღეს დააკავეს. შსს-ს ამბობს, რომ შენიღბულმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. პოლიტიკოსი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული. 

პოლიტიკოსი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებულია. 

 

მსგავსი სიახლეები