"ოცნების" მიერ დაგეგმილ სპეცოპერაციას ჰგავს, ეს არის პოლიტიკური დევნა - ალეკო ელისაშვილის ადვოკატი
დაკავებული ოპოზიცონერი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატი,გიორგი რეხვიაშვილი შსს-ს მიერ გავრცელებულ კადრებს "ოცნების" მიერ დაგეგმილ სპეცოპერაციად აფასებს და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.
უფლებადამცველი, რომლისთვისაც ჯერ უცნობია, თუ სად ჰყავთ გადაყვანილი "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გამორიცხავს, რომ ალეკო ელისაშვილი ღამით მთაწმინდიდან საქალაქო სასამართლოსთან ასულიყო და შენობის დაწვის მცდელობა ჰქონოდა.
ვიდეომასალაში, რომელიც შსს-მ გაავრცელა, ჩანს ბოთლი, ბენზინი, ჩაქუჩი და სანთებელა, რაც ადვოკატის თქმით, ვერანაირად ამტკიცებს გელაძის უწყების ვერსიას, რომ შენიღბულმა ელისაშვილმა სასამართლოს დაწვა სცადა.
ჯერ არ მომეცა საშუალება შევხედროდი და მენახა მისი ფიზიკური დაზიანებები. ფაქტია, რაც კადრებში ჩანს, ბენზინი, ჩაქუჩი, სანთებელა, ჰგავს "ოცნების" მიერ დაგეგმილ სპეცოპერაციას. ვვარაუდობ, რომ დასჭირდათ ახალი საქმე, ახალი მტკიცებულებების შეგროვება, რომ ეს აქტიური პოლიტიკოსი რაღაცა გზით გააჩერონ. ეს ჩემი აზრით, არის პოლიტიკური დევნა და არანაირ დანაშაულს აქ ადგილი არ აქვს.
გამორიცხულია, მთაწმინდაზე მცხოვრები ადამიანი მიდიოდეს ღამის საათებში სასამართლოსთან, უკიდებდეს ცეცხლს ან და ცეცხლის წაკიდების მცდელობა ჰქონდეს. არათუ ნახვის, არამედ ინფორმაციაც არ მაქვქვს, ვარაუდით ვიცით, რომ დიღმის სამმართველოში იმყოფება, ზუსტად არც გვეუნნებიან სად არის. რეალურად არის გამქრალი. დაკავებამდე იყო ცემის ფაქტი თუ დაკავების შემდგომ, არ ვიცი. შეხვედრის შემდეგ მექნება ინფორმაცია და გავარკვევთ. ინფორმაცია ამის შესსახებ მიწოდებული გვაქვს სახალხო დამცველისთვის და მათი წარმომადგენლებიც აპირებენ შესვლას", - ადვოკატი.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერი დღეს დააკავეს. შსს-ს ამბობს, რომ შენიღბულმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. პოლიტიკოსი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული.