ზელენსკი : უკრაინის დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრა

29.11.25 17:08
ზელენსკი : უკრაინის დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრა

უკრაინის დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

ცნობით, აშშ-ში გაფრენამდე დელეგაციის წევრებმა მას ანგარიში წარუდგინეს. 

ამოცანა ნათელია: ომის დასასრულებლად საჭირო ნაბიჯების სწრაფად შემუშავება - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. 

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი და უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი, გუნდთან ერთად, უკვე აშშ-სკენ გზაშია.

ამოცანა ნათელია: ომის დასასრულებლად საჭირო ნაბიჯების სწრაფად შემუშავება. უკრაინა აშშ-თან კონსტრუქციულად მუშაობას აგრძელებს. კვირა დღეს მუშაობის შემდეგ ჩვენი დელეგაციის ანგარიშს მოუთმენლად ველი. უკრაინა ღირსეული მშვიდობისთვის მუშაობს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები