პროტესტი ფორმების იცვლის - უწყვეტი აქციის 367-ე დღე რუსთაველის გამზირზე

29.11.25 21:45
პროტესტი ფორმების იცვლის - უწყვეტი აქციის 367-ე დღე რუსთაველის გამზირზე

უწყვეტი პროტესტის 367-ე დღე რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილების მოთხოვნა უცვლელია - გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და დაინიშნოს ახალი არჩევნები. 

დღეს გაირკვა, რომ მომვალი კვირიდან პროტესტი ფორმების იცვლის - პროევროპულ აქციების მონაწილეები ყოველ შაბათს დიდი აქციას გამართავენ.  არსებული ინფორმაციით, პროტესტის მონაწილეები ფილარმონიასთან 19:00 საათზე შეიკრიბებიან და მსვლელობით პროტესტის ეპიცენტრში, პარლამენტის წინ მივლენ. 

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები თბილისის სხვადასხვა ლოკაციებზეც შეიკრიბებიან და საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებსაც გამართავენ. 

მსგავსი სიახლეები