"ოცნების" დეპუტატების ბიზნესინტერესები - გაიზიარებენ თუ არა ექსპრემიერის ბედს?

30.11.25 20:32
"ოცნების" დეპუტატების ბიზნესინტერესები - გაიზიარებენ თუ არა ექსპრემიერის ბედს?

შაბათის ეთერის რეპორტაჟის შემდეგ გაჩნდა კითხვა, გაიზიარებენ თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის ბედს მისი თანაგუნდელი დეპუტატები. გამოძიებამ აჩვენა, რომ რიგი პარლამენტარები, რომლებიც მილიონიან აქტივებს ფლობენ, შესაძლოა საჯარო სამსახურის შესახებ კანონს არღვევდნენ - მათ მიერ დაფუძნებული კომპანიები ფორმალურად სხვა პირებზე აქვთ გადაცემული, თუმცა ოპოზიციის მტკიცებით, რეალური მართვა კვლავ თავად დეპუტატების ხელში რჩება.

საუბარია რამდენიმე მოქმედ პარლამენტარზე: ნინო წილოსანზე, შოთა ბერეკაშვილზე, ბეჟან წაქაძეზე, ანტონ ობოლაშვილზე და ილია ინჯიაზე.

ოპოზიცია ამბობს, რომ აქტივების ფორმალური გადაცემის მიუხედავად, დეპუტატები კვლავ მონაწილეობენ მენეჯმენტში და პარლამენტიდან საკუთარი ბიზნესინტერესებს ლობირებენ. მათი შეფასებით, მანდატები სწორედ ამ ინტერესების დასაცავად გამოიყენება.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები