არ მიიღოთ სამარცხვინო სარჩელი წარმოებაში! - თინა ბოკუჩავას მიმართვა საკონსტიტუცის მოსამართლეებს
ენმ-ს თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და მოუწოდებს, არ მიიღონ წარმოებაში "სამარცხინო სარჩელი", რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ეხება. ამის შესახებ თინა ბოკუჩავამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
ოპოზიციონერმა ლიდერმა ყველა ის გაემოება ჩამოთვალა, რის გამოც აღნიშნული სარჩელი წამოებაში არ უნდა იქნას მიღებული.
ამასთან, ბოკუჩავამ მოსამართლეებს უთხრა, რომ თუ მაინც ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებენ, არ გამართონ სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამა წლის 31 ოქტომბერს 88 თვითმარქვია პარლამენტის დეპუტატმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით "ნაციონალური მოძრაობის" და ორი სვა პოლიტიკური პარტიის გაუქმების მოთხოვნით.
დღევანდელი განცხადებით ჩვენ გვინდა მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, არ მიიღონ ეს სამარცხვინო სარჩელი წარმოებაში და ის დაუშებლად სცნონ, ვინაიდან ის არის ტოტალურად დაუსაბუთებელი, არ აკმაყოფილებს მტკიცებულებების მინიმალურ სტანდარტს და არ არსებობს რეალური მიმართება დავის საგანსა დ კონსტიტუციის დებულებს შორის, რადგან სარჩელშ წარმოდგენილი დავის საგანი პოლიტიკური და თავად ანტიკონსტიტუციურია, ვინაიდან მისი რეალური მიზანი არის საქართველოში დემოკრატიული წეს-წყობილების დასამარება და ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის დამყარება.
რეჟიმის ზეწოლის ფონზე ამგვარი დაუსაბუთებელი სარჩელის წარმოებაში მიღება, რომლის ერთადერთი მტკიცებულება დადგენილია არალეგიტიმური პარლამენტის ღალატის კომისიის არალეგიტიმური, ანტიკონსტიტუციური დასკვნის ქოლიოები, არა რომელიმე პარტიის, არამედ თავად საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების ტოლფასია. მეორე თაობის საბჭოთა ჯალათის, თეა წულუკიანის ღალატის კომისია, ყველამ იცით, რა მიხნით შეიქმნა: საქართველოს უახლესი ისტორიის რუსული ვერიისთ გადაწერა, პოლიტიკური პარტიების განადგურება და საქართველოში პლურალისტური დემოკრატიის დასამარება.
ღალატის კომისია თავად ანტიკონსტიტუციურია, ისევე, როგორც მისი დასკვნა, ვინაიდან მისი ფორმირება მოხდა კონსტიტუციის უხეშ დარღვევით წულუკიანის ღალატის ქრონიკის ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში გადატანა, იქ, სადაც ქვეყნის უზენაესი კანონის, სახელმწიფოს ფუნდამენტის დაცვა უნდა ხდებოდეს და საკონსტიტუციო სასამართლოს წულუიანის პოლიტიკური ცირკის არენად ქცევა, არა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს სირცხვილი და დამცირებაა, არამედ ქვეყნის ეროვნული ღირსების შელახვა. მაგრამ, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, წინარე შემთხვევების მსგავსად, კვლავ არ ეყოფათ პიროვნული გამბედაობა და პროფესიული ღირსება, ასეთი სამარცხვინო სარჩელი დაუშვებლად სცნონ რეჟიმის წნეხის გამო, მოვითხოვთ, როგორ მინიმუმ, გამწესრიგებელი სხდომა არ ჩატარდეს ზეპირი მოსმენის გარეშე, რათა ჩვენ ჯეროვნად წარმოვადგინოთ პარტიის და მისი ასი ათასობით მომხრის პოზიცია.
უნდა გვესმოდეს, ეს სარჩელი მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას არ ეხება, ის ეხება საქართველოს ასი ათასობით მოქალაქეს, ის ეხება ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველო როგორც წარმატებული, ერთიაი, ევროპული სახელმწიფო. ის ეხება ყველას, ვისთვისაც ძირფასია ვარდების რევოლუციის იდეალები მემკვიდრეობა. ვითხოვთ ზეპირ მოსმენას. ვიტყვით მხოლოდ სიმართლეს, ვიტყვით პუტინის, ივანიშვილის გასაგონად: ანწუხელიძე უკვდავია, უკვდავია საქართელოს სახელმწიფოს იდეაც და ჩვენ ამას დავიცავთ სწორედ საქართველოს საონსტიტუციო სასამართლოში, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.