ალეკო ელისაშვილის შესახებ სამი რამ ვიცი - ირაკლი კუპრაძე სასამართლოში მივიდა
ივანიშვილის ეს რეჟიმი სასოწარკვეთაში აგდებს არა მხოლოდ რიგით მოქალაქეებს, არამედ პოლიტიკოსებს და მათ სასოწარკვეთილი ქმედებისკენ უბიძგებს, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კურპაძემ განაცხადა, რომელიც საქალაქსო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის პროცესზე დასასწრებად მივიდა.
კურპაძემ სამი ფაქტი დაასახელა, რომელიც მისი თქმით, შესაძლოა, ელისაშვილის დაკავების მიზეზი გამხდარიყო.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ელისაშვილზე პუტინს და რუსეთს ზუსტად იგივე მიზეზით ჰყავს შეყვანილი ძებნილთა სიაში.
ელისაშვილის შესახებ ვიცი სამი რამ, პირველი - ის, რომ ალეკო ელისაშვილი ძებნილია პუტინის რეჟიმის და პუტინის რუსეთის მიერ და ისიც მას ტერორიზმს ედავება. მეორე - ის არის ნამდვილად პატრიოტი საქართველოს მოქალაქე, და მესამე- მას ნაცემი ჰყავს საჯაროდ, კამერების თვალწინ მამუკა მდინარაძე, და ქოცი, როგორც სუბიექტი, არის ბოღმიანი და შურის მაძიებელი წარმომადგენელი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ეს სამი რამ ვიცი, დანარჩენი კი უკვე პროცესში გამოაშკარავდება. ივანიშვილის ეს რეჟიმი სასოწარკვეთაში აგდებს არა მხოლოდ რიგით მოქალაქეებს, არამედ პოლიტიკოსებს და მათ სასოწარკვეთილი ქმედებისკენ უბიძგებს. თუ ეს დადასტურდება, რა თქმა უნდა, რაღაც დროის შემდეგ. არანირი მინიშნებითი საუბარი, ან კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, ამ საკითხზე არ ყოფილა, - განაცხადა კუპრაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ლელა მარიდაშვილი განიხილავს.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი შაბათს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.