ენმ საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, არ მიიღოს წარმოებაში “ოცნების“ სარჩელი, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით
„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, არ მიიღოს წარმოებაში “ქართული ოცნების“ სარჩელი, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილის გუნდი სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს.
თინა ბოკუჩავა მოსამართლეებს მიმართავს და ახსენებს, რომ ამ სარჩელის მიღება, ქვეყანაში დიქტატურის გაფორმება იქნება.
ამასთან, ბოკუჩავა აცხადებს, რომ ტოტალურად დაუსაბუთებელია აღნიშნული სარჩელი და მტკიცებულებების მინიმალურ სტანდარტსაც კი არ აკმაყოფილებს.
“ბრძოლა გაგრძელდება საკონსტიტუციო სასამართლოში და ბუნებრივია ევროსასამართლოშიც“, - ამბობს “ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს “ოცნების“ წინააღმდე საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესებს. ისინი წარმოადგენენ ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც არჩევნების გაყალბებით ხელისუფლება მიიტაცა და კონსტიტუციის უხეში ხელყოფით, ქვეყანაში შექმნა ანტიდემოკრატიული რეჟიმი. მოახდინა ხელისუფელბის ერთპარტიული უზურპაცია, და შეცვალა კონსტიტუციური წეს-წყობილება. ისინი თავად არღვევენ კონსტიტუციურ წეს-წყობილებას, როდესაც ერთპარტიული პარლამენტის მიერ, ხელისუფლების უზურპაციის გზით მიღებული ანტიკონსტიტუციური კანონმდებლობით ქვეყანაში ცდილობს დემოკრატიული რეჟიმი გააუქმოს. ამიტომ ეს ბრძოლა გაგრძელდება საკონსტიტუციო სასამართლოში და ბუნებრივია ევროსასამართლოშიც, - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
ცნობისთვის, ქართულ ოცნება შემდეგი პარტიების აკრძალვას ითხოვს:
- "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა";
- პარტია "ახალი";
- "ძლიერი საქართველო - ლელო".