“ოცნების“ პასუხი ენმ-ს: რაც მეტად იაქტიურებენ, მით მეტად სწრაფად დასრულდებიან

01.12.25 14:14
“ოცნების“ პასუხი ენმ-ს: რაც მეტად იაქტიურებენ, მით მეტად სწრაფად დასრულდებიან

“ნაციონალური მოძრაობის“ მიმართვას საკონსტიტუციო სასამართლოსადმი, არ მიიღოს წარმოებაში “ქართული ოცნების“ სარჩელი, თავად „ოცნებაში“ პასუხობენ.

ივანიშვილის გუნდში ამბობენ, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი იმის, საკონსტიტუციო სასამართლოთ უარი თქვას, სარჩელის განხილვაზე.

ისინი ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტიები უნდა აიკრძალოს და მათი ადგილი ჯანსაღმა ოპოზიციამ უნდა დაიკავოს. “ოცნების“ მტკიცებით,  კი ასეთი პარტია ახლადდაფუძნებული პარტია „ნეიტრალური საქართველოა“.

ნაცმოძრაობა პოლიტიკურ ჭაობშია, ჭაობის პრინციპი ყველამ იცის, რაც მეტად აქტიურობ, მით მეტად იძირები. რაც მეტად იაქტიურებენ, მით მეტად სწრაფად დასრულდება ნაცმოძრაობა, როგორც პოლიტიკური პარტია. ბოკუჩავამ მოისვას ახლა გვერდით ის ადამიანები, თუ მაგარია და ბრიფინგი ჩაატაროს იმ ხალხთან ერთად, ვინც მისი გადმოსახედიდან აბრალებს რაღაცებს. თუ არა აბრალებს და სათქმელი არაფერია, ეს ნიშნავს იმას, რომ არათუ წარმოებაში უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასმართლომ ეს საქმე, არამედ ის გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს, რასაც დიდი ხანია, ქართული საზოგადოება ელოდება, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები