ვითხოვთ სამართლიანობას! - სასტიკად მოკლული ემიგრანტის ოჯახის პროტესტი

01.12.25 15:19
ვითხოვთ სამართლიანობას! - სასტიკად მოკლული ემიგრანტის ოჯახის პროტესტი

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან სასტიკად მოკლული 42 წლის ნათია აფხაზავას ოჯახმა მდუმარე აქცია გამართა. ემიგრანტს 41 ჭრილობა მიაყენეს, ოჯახი კი ეჭვობს, რომ მკვლელობაში ბრალდებულ ქალს თანამზრახველი ჰქვადა, რომელსაც გამოძიება სავარაუდოდ ხელს აფარებს. 

აფხაზავას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ქვეყანაში დაბრუნებული ახალგაზრდა ქალი ფულის გამო მოკლეს. 

ზუგდიდში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ ჟურნალისტური გამოძიოება "შაბათის ეთერმა" გამოაქვეყნა. 

ზუგდიდში მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახი დარწმუნებულია, რომ 42 წლის ქალი ფულის გამო, ჯგუფურად მოკლეს, რადგან წლებით ნაგროვები თანხის მითვისებაში მის ახლო მეგობარს დასდო ბრალი. აფხაზავები დარწმუნებულები, რომ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ნათია ხაჩატურიანს დაქალი მარტოს არ მოუკლავს და დანაშული ჯგუფურად ჩაიდინა. 42 წლის ნათია აფხაზავას 41 შემავალი ჭრილობა ორი დანით ჰქონდა მიყენებული. გამოძიება ამტკიცებს, რომ ეს სისასტიკე მხოლოდ 34 წლის ნათია ხაჩატურიანმა ჩაიდინა. შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტო მასალაზე, რომელიც "შაბათის ეთერმა" მოიპოვა, ნათლად ჩანს წამების კვალი. 

მოკლულის ოჯახი ამტკიცებს, რომ მკვლელს მეუღლე და დედამთილი ეხმარებოდნენ, გამოძიება კი მათ ხელს არ კიდებს, რადგან, უმძიმესი დანაშაულის ბრალდებით დაკავებულის ქმარი ზუგდიდის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი ნიკა სოხაძეა.

ეს ჩემი მეუღლეა, ზუგდიდში ვარ ახლა, მკვლელობიდან რამდენიმე თვე გავიდა, პასუხისგებაში არავინ მიუციათ, ვითხოვთ დროულ გამოძიებას და დამნაშავე პირების დასჯას, უსამართლობას ჩვენ არ მივიღებთ და ყოველდღე ვიდგებით იქ, სადაც საჭიროა, იმისთვის, რომ სამართლიანობამ იზეიმოს, - ამბობს მოკლულის ქმარი. 

ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ სამართლიანობა აღდგეს, - ამბობენ ოჯახის წევრები. 

მსგავსი სიახლეები