"ოცნება" FAKE მედიას უწოდებს BBC-ის, რომელსაც კობახიძე "თავისუფალ მედიად" მოიხსენიებდა - როდის იტყუებოდნენ?
"ქართული ოცნება" აპირებს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლოს BBC-ის, რომელზეც 2023 წელს ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ ბრიტანული მედია თავისუფალი იყო.
ირაკლი კობახიძე BBC-ის სტანდარტი მოსწონდა მაშინ, როცა ბრიტანულმა გამოცემამ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება დავით კეზერაშვილის შესახებ.
ამ ჟურნალისტურ გამოძიებას დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ "ოცნების" სპიკერები დღემდე აქტიურად იყენებდნენ.
დღეს კი, მას შემდეგ რაც გამოცემამ დაწერა, რომ 2024 წელს დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომისდროინდელი ტოქსიკური ნაერთი, „კამიტი“ გამოიყენეს, "ოცნებამ" BBC-ის „დიპ სტეიტის“ პროპაგანდისტულ იარაღად ქცეულ ეგრეთ წოდებულ მედია" უწოდა.
რას ამბობდა კობახიძე BBC -ზე ორი წლის წინ?
- "კეზერაშვილი თავს დაესხა თავისუფალ მედიას. აქ ადრესატი რომ ყოფილიყო მისი კუთვნილი ტელეკომპანია, ეს ტელეკომპანია აუცილებლად ასეთ სიტყვებს გამოიყენებდა - თავისუფალ მედიაზე თავდასხმა. რამდენჯერაც ჩვენ შევიტანეთ სარჩელი კონკრეტული მედიასაშუალების მიმართ, როცა საქმე ეხებოდა, მაგალითად, სიცრუის გავრცელებას და ა.შ. იმდენჯერ ამას უწოდა კეზერაშვილის ტელევიზიამ თავდასხმა თავისუფალ მედიაზე. ამ შემთხვევაში, გამოდის, რომ ირაკლი კობახიძე: "კეზერაშვილი თავს ესხმის თავისუფალ მედიას, ეს არის BBC", - ამბობდა კობახიძე ("ტაბულას" თანახმად).