ეს არ იყო პროტესტის სწორი ფორმა და თავის მხრივ დააზიანა როგორც პარტიის, ასევე, შესაძლოა, პროტესტის ინტერესებიც - კუპრაძე

01.12.25 17:14
ეს არ იყო პროტესტის სწორი ფორმა და თავის მხრივ დააზიანა როგორც პარტიის, ასევე, შესაძლოა, პროტესტის ინტერესებიც - კუპრაძე

 

 

ეს არ იყო პროტესტის სწორი ფორმა და თავის მხრივ დააზიანა პარტიის ინტერესებიც და შესაძლოა, პროტესტის ინტერესებიც, - ამის შესახებ კოალიცია “ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძე ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კუპრაძის თქმით, საკუთარი ნაბიჯის გამო, ელისაშვილმა ბოდიში მოუხადა როგორც ოჯახს, ასევე პარტიას იმისთვის, რომ მისმა ნაბიჯმა თავის მხრივ დააზარალა ყველა.

პუტინის რეჟიმი და ივანიშვილი ედავებიან ერთი და იგივე ბრალს ალეკო ელისაშვილს. ის ნამდვილად არის ამ ქვეყნის პატრიოტი მოქალაქე. ფაქტობრივი მოცემულობაა და მნიშვნელოვანია, ითქვას, რომ ის ფორმა, რომელიც ელისაშვილმა პროტესტისთვის შეარჩია, არ არის ჩვენი პარტიისთვის მისაღები და ვერც იქნება. მან ბოდიში მოუხადა ოჯახს და ჩვენ პარტიას იმისთვის, რომ მისმა ნაბიჯმა თავის მხრივ დააზარალა, რა თქმა უნდა, პარტიის ინტერესები, რადგან ჩვენთვის არასდროს არ არის  პროტესტის ეს ფორმა მისაღები, - განაცხადა კუპრაძემ.

მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა ელისაშვილი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.  საქმეზე წინასასამართლო სხდომა 22 იანვარს 14:00 საათზე ჩაინიშნა. 

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები