მოქალაქე სვამს კითხვას, ხომ არ გახდა დარბევისას გამოყენებული ნივთიერება მისი მეგობრის გარდაცვალების მიზეზი? - ვერსია სკანდალური გამოძიების შემდეგ

01.12.25 18:31
მოქალაქე სვამს კითხვას, ხომ არ გახდა დარბევისას გამოყენებული  ნივთიერება მისი მეგობრის გარდაცვალების მიზეზი? - ვერსია სკანდალური გამოძიების შემდეგ

პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე, ანანო სამუშია "პირველებთან" ამბობს, რომ ერთი წლის,  წინ საპროტესტო აქციებზე მეგობართან ერთად არაერთ დარბევაში მოჰყვა. 

BBC -ის სკანდალური გამოძიების შემდეგ, ქალს ეჭვი გაუჩნდა. სამუშია სვამს კითხვას, ხომ არ გამოიწვია მომწამვლავი ნივთიერების გამოყენებამ მისი მეგობრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. 

"პირველების" რესპოდენტი ჰყვება, რომ აქციებიდან რამდენიმე თვეში, ახალგაზრდა ქალი მოულოდნელად, ანევრიზმით გარდაიცვალა.

ერთად გამოვდიოდით, ყველა დარბევაში ერთად მოვხვდით, ყველა გაზის ყლაპვა საკუთარ თავზე გამოვცადეთ. სულ ავღნიშნავდით, რომ  ეს იყო ბევრად უფრო მწარე, რადგან წინა წლებშიც გვქონდა ჩვენ გამოვლილი დარბევები, მაშინ ასაეთი სიმწარე არ გვახსოვს, რომელიც 2024 წლის ზამთარში იყო.

ამის მერე მაიკო გარდაიცვალა, ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ანევრიზმით. BBC-ის ნიუსი რომ წავიკითხე, პირველად ეს გამახსენდა - ხომ არ არის კავშირი ამ ყველაფერს შორის... რასაც ვერასდროს გავიგებთ. რამდენადაც ვიცი, ამ მიმართულებით ექსპერტიზა არ ჩატარებულა. ექსპერტიზა ჩატარდა გარდაცვალების მიზეზის დასადგენად"- თქვა მან. 

BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.

ექიმის მიერ გამოკითხულ 350 ადამიანში ბევრს 30 დღეზე მეტხანს გაუგრძელდა სიმპტომები, ზოგიერთს კი გულზე ელექტრული გადახრები დაუფიქსირდა.

BBC-სთან ყოფილი პოლიციელებიც ადასტურებენ, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულ ცრემლსადენ გაზზე 10-ჯერ ძლიერი იყო და დაბანითაც არ ქრებოდა.

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მსგავსი ქიმიკატის გამოყენება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ნიშნებს შეიცავს და შესაძლოა ქიმიურ იარაღად ჩაითვალოს.

 

მსგავსი სიახლეები