რაციის ჩანაწერებით დადასტურებული ფაქტი - ვისი ბრძანებით და რა ნივთიერებებით ხდებოდა მომიტინგეების დაშლა
ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერების სავარაუდო გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით ევროკავშირი გამოძიებას ითხოვს. BBC-ის ფილმმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ამიტომ, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი, სავარაუდო, დანაშაულის გამოძიება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ოფისმა მოითხოვა.
BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟის გამო, ივანიშვილის გუნდი BBC-ის უჩივის. ამბობენ, რომ წყლის ჭავლთან ქიმიური ნივთიერების შერევის ამბავი არასწორია. "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ბრიტანული მედია ცრუ ინფორმაციას და აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებს დაეყრდნო. თუმცა BBC-სთან მიმოწერაში, რომელიც "ქართლმა ოცნებამ" გამოაქვეყნა, ჟურნალისტის არა ერთი კითხვის მიუხედავად არ არის პასუხი - რა ნივთიერებას ურევდნენ წყალში.
ამ განცხადებების დროს "ქართული ოცნების" გუნდს ერთი მნიშნელოვანი დეტალი გამორჩა. 2024 წლის ოქტომბერში "TV პირველის" შაბათის ეთერმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების საუბრების რაციის ჩანაწერები გაასაჯაროვა. ამ ჩანაწერებით გაიშიფრა მთელი სქემა, ვისი ბრძანებით და რა ნივთიერებებით ხდებოდა მომიტინგეების დაშლა. სწორედ ამ ჩანაწერებში ისმის ცხადად, ბრძანება რომ წყალში გაზი უნდა გაურიონ.
2024 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე, აქციების დარბევის ყველა ბრძანება რაციით გაიცემოდა, სწორედ ეს ჩანაწერები გაასაჯაროვა შაბათის ეთერმა, საუბრის შინაარსით დგინდება, რომ ბრძანებებს ადგილზე სამი პირი გასცემდა: გომელაურის მოადგილე ჭელიძე, სპეცრაზმის შეფი ხარება, დავალებებს კი ადგილზე უშუალოდ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაღალჩინოსანი კახა ჭუმბურიძე ასრულებდა.
ამ სკანდალური ჩანაწერების გასაჯაროვების შემდეგ შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი ვახტანგ გომელაური იძულებული გახდა დაედასტურებინა, რომ წყლის ჭავლში და სხვა სპეც. საშუალებების ერთდროულად იყენებდნენ.