როგორ ხსნის ალეკო ელისაშვილი განზრახვას დაეწვა სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა - დეტალები გახმაურებული სასამართლოდან

01.12.25 20:35
როგორ ხსნის ალეკო ელისაშვილი განზრახვას დაეწვა სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა - დეტალები გახმაურებული სასამართლოდან

"მე მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის, ძალადობისთვის" - ასე ხსნის ალეკო ელისაშვილი განზრახვას დაეწვა სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა. დაპატიმრებულმა პოლიტიკოსმა დღეს განსასჯელის სკამიდან დეტალურად  მოჰყვა რამ მიიყვანა ამ ნაბიჯამდე. ამბობს რომ აღარ შეეძლო ეყურებინა იმ უსამართლობისთვის რომელიც ამ შენობაშია.

სასტიკად ნაცემმა პოლიტიკოსმა მოსამართლეს უთხრა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, პროტესტი გამოხატა. რეჟიმის ახალმა მძევალმა დარბაზშიც  დეტალურად მოყვა, რომ მანდატურებზე თავდასხმა მიზნად არ ჰქონია და იარაღის გამოყენებაც კი არ უცდია.

პროცესზე დღეს იყო ორი ბოდიში და ცრემლებიც. დღეს განსასჯელის სკამიდან ელისაშვილი "ძლიერ საქართველოს" უხსნიდა, რომ განზრახვა არ ჰქონია დაეზიანებინა ერთობლივი ბრძოლა.

ელისაშვილის სიტყვებს დარბაზში ისმენდნენ მისი კოალიციის წევრები. "ძლიერ საქართველოში" ამბობენ, რომ პროტესტის ეს ფორმა  მათთვის მიუღებელია, თუმცა იციან რომ ელისაშვილი ის ადამიანია, რომლიც ახლა პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია.

გენერალური პროკურატურა ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ელისაშვილს მიზნად ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება და ბრალდებულმა წინააღმდეგობის გაწევის დროს მანდატური დაკბინა. 

სასამართლო სხდომაზე, დღეს, ელისაშვილმა მიზანმიმართულად დაარღვია წესები. ელისაშვილი ფეხზე არ წამოუდგა მისი საქმის მოსამართლეს ლელა მარიდაშვილს და თქვა, რომ პატივისცემას სასამართლო არ იმსახურებს. ამის შემდეგ მარიდაშვილმა ელისაშვილი ციხეში გაუშვა. ცეცხლი უსამართლობას ეს ის ბოლო სიტყვები იყო, რომელიც  ელისაშვილმა ხელბორკილებს დაადებდნენ თქვა, საპასუხოდ კი შვილებმა დარბაზიდან უთხრეს, რომ მისით ამაყობდნენ. 

დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები