თავისუფლების ფასი კორუფციაში ბრალდებულებისთვის - რატომ დაპაუზდა ხმაურიანი კორუფციული საქმეების გამოძიება

01.12.25 20:40
თავისუფლების ფასი კორუფციაში ბრალდებულებისთვის  - რატომ დაპაუზდა ხმაურიანი კორუფციული საქმეების გამოძიება

ღარიბაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი, რომელსაც ხელბორკილები დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით დაადეს თავისუფალია. ვლადიმერ სტეფანიანმა საპატიმრო 2 მილიონი ლარის გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა და ახლა გადაწყვეტილებას ექს-პრემიერის მსგავსად თავისუფლებაზე დაელოდება, თუმცა ახლა მთავარი კითხვაა - რის სანაცვლოდ გაუღეს მას ციხის კარი და გაჩნდება თუ არა კორუფციის საქმეში ახალი გვარები.

ვლადიმერ სტეფანიანის დაკავების დროს პროკურატურას მკაცრი პოზიცია ჰქონდა. ბიზნესმენის პატიმრობას მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საშიშროებით ხსნიდნენ. რა შეიცვალა არასრულ ერთ თვეში? რატომ დათანხმდა სახელმწიფო ბრალდება პატიმრობის გირაოთი შეცვლას - ეს უცნობია. გარიგების პირობებზე არც ბრალდებული ბიზნესმენი და არც მისი ადვოკატი არ საუბრობენ.

დაჭერილებს უშვებენ, ახლებს აღარ აკავებენ, "ქართული ოცნების" გამოცხადებული ბრძოლა კორუფციასთან, ერთ-თვიანი საჩვენებელი დაკავებები დასრულდა. უკვე სამი კვირაა შეწყდა, საათების მიხედვით აწყობილი ბრიფინგებიც პროკურატურაში, სუს-სა და ფინანსურ პოლიციაში. რა ხდება? - გია ხუხაშვილი ამბოს, რომ ვინც დასაშინებელი იყო დააშინეს და ფული მიატანინეს, ამით ეს ისტორია დასრულდა. 

ხმაურიანი კორუფციული დაკავებები რომეო მიქაუტაძის საქმით დაიწყო. ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის პარალელურად საქმე ირაკლი ღარიბაშვილის, ჯუანშერ ბურჭულაძის წინააღმდეგაც აღიძრა, თუმცა ყოფილი და მოქმედი საჯარო მოხელეების უკანონო საქმიანობებზე ბრიფინგები პრაქტიკულად ყოველდღიურად ეწყობოდა - "ქართულ ოცნებაში" ვერ მალავენ რომ ამ პროცესმა პარტიის იმიჯი დააზიანა.

დეტალებით ლიზა ლასარეიშვილი

მსგავსი სიახლეები