არჩევნები დასრულდა - "ოცნება" სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამას აუქმებს

01.12.25 20:46
არჩევნები დასრულდა - "ოცნება" სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამას აუქმებს

ბიუჯეტიდან 377 მილიონი სოციალურად დაუცველების ფორმალურ დასაქმებაში უკვე დახარჯეს. ახლა კი 4 წლის თავზე აღიარებენ, რომ ეს ადამიანები კი არ დაასაქმეს, უბრალოდ ფურცელზე გააფორმეს დასაქმებულებად. ზარზეიმით გამოცხადებული დასაქმების პროგრამა უქმდება. 2022 წლიდან სახელმწიფო სამსახურში სოც. დაუცველებს ასაქმებდნენ და არც დახმარებას უხსნიდნენ, 2025 წელს ამ პროგრამაში ბიუჯეტის თითქმის 113 მილიონი დავხარჯეთ. ახლა გადაწყვიტეს, სამუშაოს პოვნა კერძო სექტორში რთული არ არის ამიტომ სოც. დაუცველებმა უნდა იმუშაონ. 

სოც. დაუცველების დასაქმებამ "ოცნებისთვის" როცა საჭირო იყო იმუშავა - ყველა დარწმუნებულია, რომ მთავარი მიზანი ყველაზე ღარიბი მოქალაქეების მოქრთამვა და საარჩევნოდ მოსყიდვა იყო. არჩევნებმა ჩაიარა, ეს მიზანი პრინციპში მიღწეულია, ამიტომ დასაქმების პროგრამა გაჩერდება. სამაგიეროდ, დაგვრჩა ბიუჯეტიდან დახარჯული ასობით მილიონი, რომელიც მხოლოდ პარტიულ ინტერესებს მოხმარდა.

"ქართულმა ოცნებამ" შეიძლება ითქვას ორი კურდღელი დაიჭირა - პირველი, სოც. დაუცველების დასაქმებით მათი ხმები მიიღო და მეორე, დასაქმების სტატისტიკა გაზარდა. დაახლოებით 40 ათასი მოქალაქე ქვეყნის ყველაზე ღარიბი ფენიდან, ვინც ფორმალურად 300 ლარ ხელფასს იღებდა, დასაქმებულად ითვლებიან.  

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები