დავა საკონსტიტუციო სასამართლოში - რა არგუმენტები აქვთ ოპოზიციას და კონსტიტუციონალისტებს
"ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, არ მიიღონ წარმოებაში "ქართული ოცნების" სარჩელი ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. საგანგებო განცხადებაში პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პარტიების ასაკრძალად მტკიცებულებების მინიმალური სტანდარტიც არ არსებობს და მოუწოდებს მოსამართლეებს, უარი თქვან ამ საკითხის წარმოებაში მიღებაზე.
პარტია "ლელო - ძლიერ საქართველო " ერთ-ერთია რომელიც ასაკრძალი პარტიების სიაში მოხვდა. მასაც აკრძალვა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მოქმედების გამო ემუქრება. არადა პარტიამ თვითმართველობის არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა და არც რაიმე არგუმენტი კონსტიტუციური წყობის საწინააღმდეგოდ "ქართულ ოცნებას" აქამდე არ ჰქონია.
"ქართული ოცნება" ოპოზიციას საკონსტიტუციო სასამართლოს ნაცვლად პასუხობს და წინსწრებით ამბობს, რომ მოსამართლეები სარჩელს განიხილავენ და მათ შორის ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ. ერთადერთი პარტია, რომელიც ივანიშვილის პარტიის ვერდიქტს გადაურჩა, გიორგი გახარიას პარტიაა.
საკონსტიტუციო სასამართლო "ქართული ოცნების" პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს, ამას იურისტები, თავად სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით ასაბუთებენ, როდესაც სასამართლომ განხილვაში არ მიიღო ოპოზიციის სარჩელი რუსულ კანონთან დაკავშირებით, არ განიხილა და იმსჯელა არჩევნების საკითხზე.