პაპუაშვილის მიმართვა "ლელოს" და ALDE-ს - რას ითხოვენ "ოცნებაში"

02.12.25 10:10
პაპუაშვილის მიმართვა "ლელოს" და ALDE-ს - რას ითხოვენ "ოცნებაში"

შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერილს აქვყნებს - მისი მტკიცებით, "ახლა არის მარტივი კითხვა - როდის გარიცხავს „ლელო“ ტერორისტული აქტის ჩამდენს საკუთარი რიგებიდან?"

პაპუაშვილის თქმით, იგივე კითხვა მიემართება ALDE-სთან, „ტერორისტის წევრად ყოლა და ევროპა რამდენად თავსებადია“.

„ახლა არის მარტივი კითხვა - როდის გარიცხავს „ლელო“ ტერორისტული აქტის ჩამდენს საკუთარი რიგებიდან? იგივე კითხვა მიემართება ALDE-ს - ტერორისტის წევრად ყოლა და ევროპა რამდენად თავსებადია?“- წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები