"ოცნების" მინისტრი გაერთიანებული სამეფოს ევროპის მინისტრს შეხვდა - რატომ დამალეს ინფორმაცია
საქართველოს საკითხი ლორდთა პალატაში - ცნობილი ხდება, რომ "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ორ მოადგილესთან ერთად სტივენ დაუთს ორჯერ შეხვდა.
ამბავი დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ჯენიფერ ჩაპმანმა დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი აუდინეციის გამართვის შესახებ ქართულ ხამრეს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ბრიტანელი მინისტრის მონაყოლის თანახმად კი საუბრის მთავარი თემა დემოკრატიული უკუსვლა და პროტესტის პოლიციური კონტროლი იყო.
უფრო კონკრეტულად:
- გაერთიანებულ სამეფოში ლორდთა პალატის წევრმა კითხვებით მიმართა ბრიტანეთის საგარეოს და ჰკითხა რა კეთდებოდა საქართველოში კანონის უზენაესობისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად.
- ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის, ჯენიფერ ჩაპმანმა საპარლამენტო შეკითხვას პასუხი 1 დეკემბერს გასცა. ის ამბობს, რომ ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის მინისტრს სტივენ დოუთს, 16 ოქტომბერს შეხვედრა ჰქონდა მაკა ბოჭორიშვილთან და 21 ოქტომბერს მის მოადგილე ზურაბაშვილთან.
საგულისხმოა, რომ დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი, ჯენიფერ ჩაპმანი მაკა ბოჭორიშვილსა და მის მოადგილე გიორგი ზურაბიშვილს - ქართული ოცნების საგარეო მინისტრად და მოადგილედ მოიხსენიებს.
დიდი ბრიტანეთი კვლავ შეშფოთებნულია საქართველოშ დემოკრატიული უკუსვლით, მათ შორის, სიტყვის გამოხატვიოს თავისუფლების შეზღუდვითა და პროტესტის პოლიციური კონტროლით," - თქვა ჩაპმანმა საქართველოზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
ამავე წერილში ბრიტანელმა მინისტრმა პირდაპირ თქვა, რომ სტივენ დოუთმა უკმაყოფილების შესახებ მაკა ბოჭორიშილთან ღიად ისაუბრა.
ჩვენ კვლავაც ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით, მათ შორის - გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვებით და პროტესტების კრიმინალიზების პრაქტიკით. ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნული საკითხები პირდაპირ დააყენა პარტია ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილთან 16 ოქტომბერს, ასევე ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან ზურაბიშვილთან 21 ოქტომბერს. ასევე, გაერთიანებული სამეფო მხარდაჭერას უწევს ეუთოსა და ევროპის საბჭოს ძალისხმევას, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ ნორმებთან შესაბამისობისკენ მოუწოდებს, - თქვა ჩაპმანმა.