შალვა პაპუაშვილმა ინდოეთის პარლამენტი დაათვალიერა [ფოტოები]

02.12.25 14:12
შალვა პაპუაშვილმა ინდოეთის პარლამენტი დაათვალიერა [ფოტოები]

 

 

შალვა პაპუაშვილი ინდოეთის პარლამენტს ეწვია.  როგორც "ქართული ოცნების" ლიდერი წერს, ინდოეთის პარლამენტის ქვედა - სახალხო პალატის (ლოკ საბჰა) თავმჯდომარე ომ ბირლასთან შეხვედრაზე, დადებითად შეაფასა საქართველოსა და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც პაპუაშვილის მტკიცებით, სხვადასხვა მიმართულებით წარმატებით ვითარდება.

ამ კუთხით, აღინიშნა ინდოეთში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობა.

ინდურ მხარეს მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

აღვნიშნე, რომ თბილისში უკვე ფუნქციონირებს ინდოეთის საელჩო და ქართული მხარე ელის ინდოეთის პირველი ელჩის დანიშვნას. 

ასევე, ვისაუბრეთ საპარლამენტო ურთიერთობებზე და მათ მზარდ მნიშვნელობაზე ორი ქვეყნის ურთიერთობაში. გავიხსენეთ ჩვენი ნაყოფიერი შეხვედრა, რომელიც წელს, უზბეკეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ფარგლებში შედგა. 
განვიხილეთ თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების მიმართულებებით.

ასევე, საუბარი შეეხო შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობას და, მისი პოტენციალის უკეთ გამოყენების მიზნით, თანამშრომლობის საჭიროებას.
ომ ბირლა საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოვიწვიე.

მსგავსი სიახლეები