სისტემა ისე იქცევა, თითქოს ჩემი სიცოცხლე ზედმეტი ტვირთი იყოს - დარბევისას დაშავებული ალექსი თირქია

02.12.25 14:52
სისტემა ისე იქცევა, თითქოს ჩემი სიცოცხლე ზედმეტი ტვირთი იყოს -  დარბევისას დაშავებული ალექსი თირქია

დღეს ერთ წელი გავიდა. ერთ წელი მას შემდეგ, რაც სახე დამიმსხვრიეს და სახელმწიფომ მაჩვენა, რა მარტივად შეუძლია ადამიანის ტკივილი ფაილად გადააქციოს - ამის შესახებ აქციების დარბევისას დაშავებული 22 წლის ალექსი თირქია წერს. 

  • სტუდენტი 2024 წლის 3 დეკემბერს რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას მძიმედ დაშავდა.

მისი თქმით, "დამნაშავე დღემდე თავისუფლად დადის. გამოძიება გაწელილი, გაფუჭებული, უფუნქციო".

სისტემა ისე იქცევა, თითქოს ჩემი სიცოცხლე ზედმეტი ტვირთი იყოს, რომელიც სადღაც შეიძლება ჩაკარგონ და არამარტო ჩემი, უამრავი ადამიანის რომლებიც, აწამეს, სცემეს, დააკავეს,“ – წერს ალექსი თირქია, 22 წლის ახალგაზრდა, რომელიც 2024 წლის 3 დეკემბერს რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას მძიმედ დაშავდა.

 ალექსი თირქიას თვალში, სავარაუდოდ,  სპეცრაზმელის მიერ ნასროლი გაზის კაფსულა მოხვდა. ის 7 დღის განმავლობაში კომაში იყო. 

მისი საქმე ამ დრომდე არ გამოუძიებიათ, წინ კი რამდენიმე ოპერაცია ელოდება.

მსგავსი სიახლეები