ქიმიური იარაღის სკანდალი - საფრანგეთში ივანიშვილის როლის გამოძიებას ითხოვენ

02.12.25 17:09
ქიმიური იარაღის სკანდალი - საფრანგეთში ივანიშვილის როლის გამოძიებას ითხოვენ

ქიმიური იარაღის სკანდალი - BBC-ის ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება მთავარ თემად რჩება არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. 

ფაქტს პარიზის მერიის წარმომადგენელი, ეროვნული ასამბლეის წევრი ჟენევიევ გარიგოსი გამოხმაურა და თქვა, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა,  საპატიო ლეგიონის ორდენი უნდა ჩამერთვას. 

მისი თქმით, ივანიშვილის დასანქცირება გარდაუვალია. რაც შეეხება მომწამლავი გაზის შესაძლო გამოყენებას, მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ეს საერთაშორისო გამოძიების საგანია და ვფიქრობ გაერო უნდა დაინტერესდეს.  

დღეს აქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის რომ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ. ეს არის დემოკრატიის მხარდაჭერა საქართველოსა და ევროპაში.  ერთ-ერთი პირველი, რასაც ქართველები გვეუბნებიან შეხვედრისას არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ფრანგულ პასპორტს ატარებს და მეტიც, საპატიო ლეგიონის ორდენი აქვს, რომელიც ვფიქრობ, რომ უნდა ჩამოვართვათ.

 ასევე ვფიქრობ სანქციები მის წინააღმდეგ გარდაუვალია.  თუ ის საფრანგეთის მოქალაქეა და მას წვლილი მიუძღვის დანაშაულების ჩადენაში ის უნდა მიეცეს სამართლებრივ პასუხისგებაში მათ შორის აქ საფრანგეთში.  

რაც შეეხება მომწამლავი გაზის გამოყენებას, ეს საერთაშორისო გამოძიების საგანია და ვფიქრობ გაერო უნდა დაინტერესდეს.  ჩვენ უნდა მოვითხოვოთ დამოუკიდებელი გამოძიება, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა მოხდა, რა ტიპის გაზი იყო გამოყენეული, ვინ იყო მომწოდებელი. ასეთი დანაშაული თუ მას ადგილი ჰქონდა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს"- თქვა მან.

მსგავსი სიახლეები