ყაველაშვილს ტრამპმა არ დაურეკა
"ტრამპმა იცი ვის დაურეკა? დაურეკა სი ძინპინს და პუტინს" - ასე პასუხობს პრეზიდენტის პოსტზე მყოფი ყაველაშვილი ჟურნალისტის შეკითხვას, დაურეკა თუ არა მას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
და თქვენ რა ვერსია გქონდათ, რომ დაურეკა სი ძინპინს და პუტინს, რაო ვილსონმა, - უთხრა მან ჟურნალიტს.
შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 26 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ირწმუნებოდა, რომ ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტს ვახშამზე შეხვდა, სადაც დონალდ ტრამპი მას “უთხრა, რომ ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყების საკითხს დაუბრუნდებოდა“.
- შეხვედრის და მით უფრო აუდიენციის ამსახველი არც ფოტო და არც ვიდეო არ გამოქვეყნებულა.
ყაველაშვილი ამტკიცებდა, რომ ტრამპი დაჰპირდა, აუცილებლად დაუკავშირდებოდა.