საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების სკანდალზე - რას ამბობენ იურისტები

03.12.25 11:33
საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების სკანდალზე - რას ამბობენ იურისტები

ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების სკანდალზე შესაძლოა, საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს. იურისტები ამბობენ, რომ 2024 წლის აქციების დარბევის შესახებ საქმეები ევროპული ადამიანის უფლებათა სასამართლოებში უკვე არსებობს, თუმცა, ვარაუდოებნ, რომ შესაძლოა, მას დაემატოს ქიმიური ინტოქსიკაციის შესახებ ინფორმაცია დაზარალებულების მიერ.

შესაბამისად, ისინი არ გამორიცხავენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეები ჩამოვიდნენ იმისთვის, რომ აღნიშნული ადგილზე გამოიძიონ.

ასევე, მათი თქმით, არსებობს ჰააგის სასამართლო, რომელსაც ამ ინფორმციის გავრცელების შემდეგ, შეუძლია ამ საქმის გამოძიება. ასევე შეუძლიათ დაზარალებულებს, რომლებსაც აქვთ სამედიცინო ისტორია.

ამ ტიპის საქმეები, ანუ დარბევები მანიფესტაციებზე, დაზარალებულთა სახელით უკვე გაგზავნილია საჩივრები ევროპის ადამიანთა უფლებების დაცვის სასამართლოში, რომლებსაც, გარდა იმისა, რომ ის თავისი პროცედურების მიხედვით იხილავს ფუნდამნეტურ უფლებათა დარღვევის საქმეებს, მას აქვს ასევე პროცედურა, რომ ადგილზე ჩავიდეს მოსამართლეთა ჯგუფი და ადგილზე გამოიძიოს ფაქტები, ეს ერთხელ უკვე მოხდა საქართველოში. ჩემი რჩევა იქნება, დაზარალებულების და მათი იურისტებისთვის, ასევე მიმართონ ჰააგის პროკურორს, რომელიც უფლებამოსილია ინიციატივა დადოს, ამ საქმის გამოძიებაზე. გამოძიების ამოცანა იქნება, იდენტიფიკაცია მოახდინოს ყოველი კონკრეტული პირის, რომელსაც ჰქონდა ამ დანაშაულთან უშუალო შეხება. ამაში იგულისხმება ის, ვინც ოპერაცია დაგეგმა, გასცა ბრძანება, ასევე ის, ვინც განახორციელა ეს ბრძანება, თუკი შემსრულებელმა იცოდა, რას ასრულებდა, ანუ რამენად უკანონო ბრძანებას ასრულებდა. როდესაც სახელმწიფო შესყიდვის გზით ხდება დიდი რაოდენობით ამგვარი ნივთიერების შე4ძენა და ის შეძენილია ძლოვანი უწყებების გამოყენების მიზნით, ეს რა საკვირველია, დანაშაულია, - ამბობს იურისტი ლია მუხაშავრია.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი, გიგი გიგიაძე მიიჩნევს, რომ ისიც საინტერესოა, რამდენი ქვეყანა აწარმოებს აღნიშნულ ქიმიურ იარაღს და უნდა გაირკვეს, კონკრეტულად რომელი ქვეყანა იყო მომწოდებელი.

საიდან მოხდა ამის შეძენა-შესყიდვა, ესეც საინტერესოა, რადგან არ ვიცი, რამდენი ქვეყანა აწარმოებს ამას. საინტერესოა გაირკვეს საიდან იქნა შესყიდვა, ვინ იყო მომწოდებელი ქვეყანა, თუ რა საკვირველია, დადასტურდება, რომ ეს ნივთიერება იყო შესყიდული. ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც აკრძალულია პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, მათი შესყიდვა და მითუმეტეს იმ განზრახვით, რომ გამოყენება მოხდეს მოსახლეობის წინააღმდეგ, სრულიად დაუშვეებლია. რა საკვირველია, ამას მოჰყვება სერიოზული გამოძიება, რის შედგესაც უახლოეს მომავალში ვნახავთ, -  ამბობს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი,გიგი გიგიაძე.

მსგავსი სიახლეები