საქართველოს ქიმიური იარაღის სკანდალი ტრამპის ყურადღებას იმსახურებს - Washington Examiner

03.12.25 13:54
საქართველოს ქიმიური იარაღის სკანდალი ტრამპის ყურადღებას იმსახურებს - Washington Examiner

საქართველოს ქიმიური იარაღის სკანდალი ტრამპის ყურადღებას იმსახურებს - ამ სათაურით გამოქვეყნდდა გამოცემა Washington Examiner სტატია. 

ავტორი ბრიტანული მაუწყებლის BBC-ის  მიერ მომზადებულ საგამოძიებო ფილმს ეხმაურება:

BBC-ის დასკვნები მიუთითებს, რომ შესაძლებელია, საქართველოს მთავრობამ ტოქსიკური „კამიტი“ წყალს შეურია და შემდეგ ათიათასობით მომიტინგეს წყლის ჭავლით შეასხურა. ეს მტკიცება დაუდასტურებელია, მაგრამ დაზარალებულებისგან შეგროვებული მტკიცებულებები, კვირების განმავლობაში მიმდინარე სიმპტომების ამსახველი სამედიცინო მონაცემები და ყოფილი სპეცრაზმის თანამშრომლების ჩვენებები მიუთითებს ნივთიერებაზე, რომელიც გაცილებით ძლიერი და მდგრადია, ვიდრე სტანდარტული კონტროლის საშუალებები.

ეს მოხდა გასული წლის დეკემბრის შემდეგ, როდესაც 900-ზე მეტმა ქართველმა ექიმმა მოითხოვა მთავრობისგან გაემჟღავნებინა, თუ რა გამოიყენეს ზუსტად მას შემდეგ, რაც ადამიანებმა მუდმივი სიმპტომები განაცხადეს. მათ პასუხი არ მიუღიათ." - ნათქვამია ამერიკული გამოცემის სტატიაში. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.   

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

  • განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.

  • კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებაში ფიგურირებს, მდინარაძის უწყებაში გუშინ დაიბარეს და საქალაქო სასამართლოში გამოკითხეს. მდინარაძის უწყებაში ასევე დაიბარეს მისი ძმა, დავით ჩახუნაშვილი და მამა, გიორგი ჩახუნაშვილი. გარდა ამისა, გამოკითხვაზე დაიბარეს აქციაზე სპეცრაზმის მიერ ნაცემი ზვიად მაისაშვილი.

მსგავსი სიახლეები