სააკაშვილი: ივანიშვილმა “ქოცი“ ჩინოსნების კორუფციის ბრალდებით დაჭერა იმიტომ შეწყვიტა, ეს რიგით “ქოცებს“ არ მოსწონთ

03.12.25 14:21
სააკაშვილი: ივანიშვილმა “ქოცი“ ჩინოსნების კორუფციის ბრალდებით დაჭერა იმიტომ შეწყვიტა, ეს რიგით “ქოცებს“ არ მოსწონთ

ივანიშვილმა „ქოცი“ ჩინოსნების კორუფციის ბრალდებით დაჭერა იმიტომ შეწყვიტა, რომ კვლევებით, რიგით „ქოცებს“ ეს ძალიან არ მოსწონთ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოში ერთმანეთს ებრძვის არა უბრალოდ ორი ბანაკი, არამედ ორი მენტალიტეტი.

„ივანიშვილმა „ქოცი“ ჩინოსნების კორუფციის ბრალდებით დაჭერა იმიტომ შეწყვიტა, რომ კვლევებით, რიგით „ქოცებს“ ეს ძალიან არ მოსწონთ.

თავის დროზე „პროტოქოცებს“ ჩვენ მივაჩნდით "ავ ძაღლებად", რომლებიც არც თვითონ ჭამდნენ და არც სხვას აჭმევდნენ.

მათ ნორმალურად მიაჩნიათ, რომ თუ თანამდებობაზე ხარ, უნდა იპარო და თუ ამისთვის სჯი, სულ ერთია რა მოსაზრებით, მაშინ „ქოცს“ ეს არ მოსწონს. მათ ურჩევნიათ კორუმპირებულებმა მართონ, იმ იმედით, რომ როდისმე თვითონაც მიაღწევენ სალაფავთან.

ამიტომ დღეს საქართველოში ერთმანეთს ებრძვის არა უბრალოდ ორი ბანაკი, არამედ ორი მენტალიტეტი“,- წერს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები