ქიმიური იარაღის სკანდალი - ყოფილი სახალხო დამცველი ევროკომისიისგან რეაგირებას ითხოვს

03.12.25 15:27
ქიმიური იარაღის სკანდალი - ყოფილი სახალხო დამცველი ევროკომისიისგან რეაგირებას ითხოვს

ქიმიური იარაღის სკანდალი განხილვის ერთ-ერთი თემაა ამ წუთებში ბრიუსელში, სადაც აღმოსავლეთ  პარტნიორობის სამიტი მიმდინარეობს.

სხოდმას ესწრება საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, რომელიც შეხვდრის მონაწილეებს იმ აკრძალულ ნივთროებაზე აწვდის  დეტალურ ინფორმაციას, რომლის შესახებაც "ბიბისის" საგამოძიებო რეპორტაჟშია საუბარი.

უჩა ნანუაშვილი ევროკომისიისგან რეაგირებას ითხოვს და დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.

დღეს საქართველოში ჩვენ გვყავს ადმინისტრაცია, რომელსაც აქვს რუსეთის მხარდაჭერა. არა მხოლოდ 20% არამედ ახლა საქართველოს 100%ია ოკუპირებული რუსეთის მიერ. ესაა რეალობა. იცით, რომ საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციებს დევნის პროქსი პრორუსი მთავრობა. ამასობაში “ბიბისიმ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, გასულ ნოემბერში დემონსტრანტების საპოლიციო ძალების მიერ დაშლის შესახებ. ამ გამოძიებაზე დაყრდნობით, აკრძალული ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ. ეს იარაღი ბოლოს იყო გამოყენებული პირველი მსოფლიო ომის დროს, და სამწუხაროა, რომ არცერთი კომენტარი არ მოგვისმენია ევროკომისიიდან, ამ ამბის გამოძიების საჭიროებაზე. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ 500 - ზე მეტი ადამიანი დააკავეს უკვე გასული წლის ნოემბრიდან. 300 ადამიანია პოლიციის მიერ ნაწამები,- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა

მსგავსი სიახლეები