გამოკითხვაზე დაიბარეს პირი, რომელიც ჩახუნაშვილის კვლევაში მონაწილეობდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაგამოკითხვაზე დაიბარა აქციების მონაწილე მიხეილ ზაქარეიშვილი, რომელმაც ექიმ კონსტანტინე ჩახუნაშვილის სამეცნიერო კვლევაში მონაწილეობდა.
"მეც მივიღე მაგ კვლევაში მონაწილეობა. შეგიძლიათ თამამად დამიბაროთ" დაწერა გუშინ ზაქარეიშვილმა სოციალურ ქსელში.
ის ამ წუთებში, სუს-ის შენობაში, გამიკითხვაზე იმყოფება.
კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებაში ფიგურირებს, მდინარაძის უწყებაში გუშინ დაიბარეს და საქალაქო სასამართლოში გამოკითხეს. მდინარაძის უწყებაში ასევე დაიბარეს მისი ძმა, დავით ჩახუნაშვილი და მამა, გიორგი ჩახუნაშვილი. გარდა ამისა, გამოკითხვაზე დაიბარეს აქციაზე სპეცრაზმის მიერ ნაცემი ზვიად მაისაშვილი, TI-ის აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.