კრემლის გზავნილი “ოცნებას“ - თინა ხიდაშელი ორ მიზეზს ასახელებს
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ორ რეალურ მიზეზს ხედავს ამ განცხადებაში. პირველი ის, რომ პრემლი ცდილობს, გააძლიეროს ზეწოლის ბერკეტები საქართველოს ხელისუფლებაზე და მეორე - შესაძლოა, კრემლმა ძალიან მკაფიოდ დაუსვას წერტილი იმას, რომ არპირებს არცერთი ფორმით, გავიდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
მისივე თქმით, “ეს განცხადებები იმიტომ გაკეთდა, რომ კიდევ უფრო მეტი სარგებელი მიიღონ “ქართული ოცნებისგან“.“
თქვა ოდესმე რუსეთმა, რომ მზად არის ჯარები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან, მზადაა უკან დაიბრუნოს აღიარება იმ ტერიტორიების, რომლებიც სახელმწიფოებად აქვს აღიარებული და სხვა. ასეთი არაფერი მომხდარა, ნარატივი შეგვიძლია ორგვარად გავიგოთ, ერთი ის, რომ უბრალოდ ძალიან მარტივად, ყველა სპეკულაციას წერტილი დაუსვეს და მორჩა, აღარ ჰქონდეს ამას გაგრძელება, მაგრამ არსებობს ვერსია, რომ ეს განცხადებები იმიტომ გაკეთდა, რომ კიდევ უფრო მეტი სარგებელი მიიღონ “ქართული ოცნებისგან“. წულუკიანის კომისიის დასკვნის შემდეგ კიდევ მეტი რა უნდა მიიღონ, ცოტა რთულად მაქვს წარმოდგენილი, მაგრამ, ხო, რა თქმა უნდა, ადამიანის ფანტაზიას საზღვრები არ აქვს და შესაძლოა, მოიფქიროს “ოცნებამ“ და მორიგი, რაიმე მოღალატეობრივი აქტი დადგეგმოს. შეგვიძლია ეს გავიგოთ, რუსეთის მხრიდან მორიგი დაწოლა “ოცნებაზე“, რომ კიდევ უფრო მეტი ბარტყი გადმომიგდე, მაგრამ ასევე შეგვიძლია გავიგოთ იმათ, რომ წერტილი დასვეს ყველას გასაგონად, დასავლეთის, ქართველი ამომრჩევლის და თავად “ქართული ოცნების“, რომ რამე ილუზიებში არ ჩავარდნენ და სანამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე პრეტენზიებია, მანამდე არაფერი იქნება, - განაცხადა ხიდაშელმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ოფიციალური მოსკოვი ამჟამად ვერ ხედავს წინაპირობებს საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის.
სერგეი ლავროვი ამტკიცებს, რომ თბილისი კვლავ იმ „არარეალურ მოთხოვნაზე“ დგას, რომლის მიხედვითაც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებაზე უარის თქმით უნდა დაიწყოს.