ქიმიური იარაღის სკანდალი - რას ითხოვენ აქციების მონაწილე სასულიერო პირები და რატომ დუმს საპატრიარქო?
ჭყონდიდის ყოფილმა ეპისკოპოსმა მეუფე პეტრე ცაავამ საკუთარ თავზე გამოცადა მომწამვლავი ქიმიური ნივთიერება, რომელიც ქართულმა ოცნებამ სავარაუდოდ ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა. აქციების მონაწილე სასულიერო პირი ვარაუდობს, რომ გამოყენებულმა ნივთიერებამ ადგილზე მყოფებში გრძელვადიანი ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია. იმ დღეს აქციებზე მეუფე პეტრესთან ერთად მისი თანამოაზრე მღვდლებიც იყვენენ, რომლებიც ასევე მოიწამლნენ.
აკრძალული ქიმიური ნივთიერების შესახებ ინფორმაცია ბევრს 9 აპრილი გაახსენდა, როცა 1989 წელს რუსი როდიონოვის მარბიელმა რაზმმა რუსთაველის გამზირზე სასაკლაო მოაწყო. მეუფე აღნიშნავს, რომ მაშინაც და დღესაც საპატრიარქო დუმს - მისი თქმით, არც 9 აპრილის მსხვერპლებზე, არც ქიმიურად დაზარალებულ დემონსტრანტებზე მათ განცხადება არასდროს გაუვრცელებიათ.
BBC-ის სკანდალურ გამოძიებაზე შეფასებები მესამე დღეა არ წყდება, თუმცა საპატრიარქო დუმს. კითხვაზე, რით მოწამლეს ხალხი, არცერთი მაღალი იერარქიის სასულიერო პირი დაინტერესებულა. საპატრიარქოს დუმილი ყველაზე მძაფრად მოქმედებს მათზე, ვინც აქციაზე დგანან. არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი აცხადებს, რომ დუმილი არის მხარდაჭერა დანაშაულისთვის, რომელიც ოცნების ხელისუფლებამ ჩაიდინა.
"ქართული ოცნება" კი არ უნდა გადადგეს, უნდა გასამართლდეს ქართველი ხალხის გენოციდისთვის“, - აცხადებენ სასულიერო პირები, რომლებიც ერთ წელზე მეტია ხალხთან ერთად დგანან ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. ისინი აკრიტიკებენ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებსაც, რომლებიც ჩუმად არიან და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული კითხვების დასმასაც ვერ ბედავენ.