რას ითხოვს რუსეთი ივანიშვილისგან

03.12.25 20:48
რას ითხოვს რუსეთი ივანიშვილისგან

პუტინის ხელისუფლება, "ქართულ ოცნებას" დადებული პირობების შესურულებას სთოხოვს. სტატიას ამ თემაზე რუსული პროპაგანდისტული გამოცემა "იზვესტია" აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ ბოდიშს მოიხდიდა აგვისტოს ომის გამო, მაგრამ არჩევნებზე გამარჯვების მოპოვების შემდეგ არანაირი მოქმედება ამ მიმართულებით არ უნახავთ.

გამოცემა "იზვესტია" რუსეთის პროპაგანდისტული მედიაა, სტატიას თან ერთვის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინსიტროს კომენტარი რომელიც ივანიშვილის მთავრობას ეუბნება რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობისა აღირების გაუქმების სანაცვლოდ ვერ მოხდება. 

ლავროვმა პირდაპირ თქვა, რომ არ არსებობს შანსი იმისა, რუსეთმა უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ამ განცხადებამ გააჩინა კითხვაა, ხომ არ აპირებს "ქართული ოცნება" ამ გადაწყვეტილების უკან გაწვევას? 

რას ითხოვს რუსეთი ივანიშივლისგან - ინა ცარციძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები