თავისუფლება აღიარების სანაცვლოდ?! - რას ითხოვს გელა ხასაიასთან ერთად დაკავებული
გელა ხასაიას საქმეზე ბრალდების მხარემ საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება მხოლოდ ვასილ ქერდიყოშვილთან დაიწყო.
ქერდიყოშვილი ხასაიასთან ერთად ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული. საქმის არსებითი განხილვის დროს ცნობილი გახდა, რომ ქერდიყოშვილის ადვოკატმა საპროცესოს მოთხოვნით გვარაკიძის უწყებას 4 დღის წინ მიმართა.
სამოქალაქო აქტივისტი გელა ხასაია ბრალს არ აღიარებს, ირკვევა რომ ბრალდების მხარემ საქმეს დამატებითი მტკიცებულებები ისე დაურთო, რომ დაცვის მხარეს არ შეატყობინა, საქმეში ჩადეს დაზარალებული კაცის სამედიცინო დოკუმენტაცია, თუმცა იურისტების განმარტებით ახალი მასალების მიუხედავად ხასაიას დანაშაული არ უმტკიცდედება.