რა თქვა პუტინზე ნატოს გენერალური მდივანმა

04.12.25 10:39
რა თქვა პუტინზე ნატოს გენერალური მდივანმა

გავაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას და გავზრდით ზეწოლას რუსეთის წინააღმდეგ - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს. მარკ რუტემმ პუტინს შეუთვალა, რომ არ უნდა ჰქონდეს იმედი თითქოს უკრაინის მოკავშირეები დაიღლებიან და ყველა მისი მოთხოვნა იქნება შესრულებული. 

ირკვევა, რომ ნატო მზად არის, გაზარდეს თავდაცვაში ინვესტიციები და გააძლიეროს  ინდუსტრიაც.

"უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის ინსტრუმენტების მიწოდება საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად და ხანგრძლივი მოგვარების მისაღწევად,” - თქვა რუტემ.

“უკრაინა აგრძელებს წარმოუდგენელი სიმყარის დემონსტრირებას. პუტინს სჯერა, რომ ჩვენზე დიდხანს შეუძლია გაძლოს, მაგრამ ჩვენ არსად მივდივართ.

დღევანდელი დღე კიდევ ერთი ნათელი ნიშანია იმისა, რომ ის ცდება. უკრაინისთვის ჩვენს მხარდაჭერას ვაძლიერებთ და რუსეთზე ზეწოლას ვზრდით. ეს მოიცავს რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტისთვის” წინააღმდეგობას და სხვა ზომებს, რომლებიც სტრატეგიულ დილემებს წარმოადგენენ კრემლისთვის.

დღეს მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ჩვენი მზაობა, რომ გავზარდოთ თავდაცვაში ინვესტიციები, გავზარდოთ დაცვა და გავზარდოთ უკრაინისთვის მხარდაჭერა.

მაშინ როდესაც ანკარაში სამიტს ველით, ჩვენი პრიორიტეტები ნათელია: ინვესტიციების გაკეთება ჩვენს უსაფრთხოებაში, ჩვენი ინდუსტრიის გაძლიერება და უკრაინისთვის ჩვენი დახმარების შენარჩუნება, რათა მას ამ რთული ზამთრისა და შემდგომ გაძლების საშუალებები გააჩნდეს.

არავის სურს მშვიდობა უკრაინაზე მეტად. და მაშინ, როდესაც ბევრს ვმუშაობთ მშვიდობისთვის, უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის ინსტრუმენტების მიწოდება საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად და ხანგრძლივი მოგვარების მისაღწევად,” - განაცხადა რუტემ.

მსგავსი სიახლეები